,,სკოლა ეისის" ჟურნალისტიკის კლუბის პირველი საიუბილეო გაზეთი
- Apr 24, 2018
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის ჟურნალისტიკის კლუბმა, რომელსაც დემეტრე ტლაშაძე ხელმძღვანელობს, პირველი საიუბილეო სასკოლო გაზეთი, „თბილი სავანე“, მოამზადა.
გაზეთის სახელწოდებას განსაკუთრებული ისტორია აქვს. ის შეირჩა ერთ-ერთი მოსწავლის ბებიის სიტყვებიდან: „ეისი მხოლოდ სკოლა არ არის, ის ოჯახია, თბილი სავანე.“
„თბილი სავანე“ ჟურნალისტიკის კლუბის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევარია და აერთიანებს მასალებს, თემებსა და ისტორიებს, რომლებზეც მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება.
სასკოლო გაზეთის მომზადება მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკაში გამოსცადონ ჟურნალისტური საქმიანობის სხვადასხვა ეტაპი, თემის შერჩევა, ინფორმაციის მოძიება, ტექსტის მომზადება, რედაქტირება და საბოლოო გამოცემის შექმნა.
„თბილი სავანე“ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.



Comments