top of page

სკოლა ეისის წარმომადგენლის წარმატებული მონაწილეობა გერმანიაში პროფესიული განათლების ტრენინგში

Updated: Oct 4, 2024

გერმანიის ხელისუფლებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფინალური ეტაპი ჩატარდა გერმანიაში, სადაც დუალური პროფესიული განათლების 5-დღიან ტრენინგს ესწრებოდა სკოლა ეისის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია ტლაშაძე.


ქალბატონი ნათიას თქმით, ეს ტრენინგი განსაკუთრებული გამოცდილება იყო და ყველაზე ემოციური მომენტი სკოლის მეცხრეკლასელების მინი კომპანია String Art-ის (გიორგი ჯაფარიძის იდეა და ნამუშევარი) მიერ დამზადებული საჩუქრის გადაცემა იყო. აღნიშნული საჩუქარი გადაეცა MV WERFTEN-ის სატრენინგო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ Kersten Bartels-ს, რომელმაც დიდი მადლიერებით მიიღო და ორიგინალური ფორმით გამოხატა სკოლის მიმართ მადლიერება.


საამაყოა, რომ სკოლა ჩართულია ასეთ მნიშვნელოვან პროექტში, პროექტის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგებში და აქტიურად იღებენ მონაწილეობას პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროცესში. ასეთი ღონისძიებები სკოლის კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეებს ეხმარება, უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი გახდნენ საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინი კომპანია String Art სკოლა შეიქმნა მეწარმეობის საფუძვლების სწავლების ფარგლებში. აღნიშნული საგანი ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა ფინანსური წიგნიერება, კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნება, კრეატიული და ინოვაციური მიდგომა პრობლემების მიმართ, გუნდური მუშაობა და ლიდერობის უნარ-ჩვევები. რაც მომავალში დაეხმარებათ მოსწავლეებს წარმატებული კარიერისა ჩამოყალიბებასა და პიროვნული განვითარებაში.


მინი კომპანია String Art-ის იდეის და ნამუშევრის წარმოჩენა პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი დასტურია, რომ სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებსაც ეფექტურად ითვისებენ.


წერილის თარგმანი:

ჩვენი მსმენელები მადლობას უხდიან გორის სკოლა ეისს საოცარი საჩუქრისთვის. ის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენი პროფესიული მომზადების ცენტრში.

VG Kersten

 
 
 

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page