ეისელები პოლონეთის ბიზნეს-ფორუმზე
- Jul 30, 2019
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის მოსწავლეები უკვე მესამე წელია მონაწილეობენ პოლონეთში, ბოლესლავოვოში გამართულ ვაშინგტონის ახალგაზრდულ ბიზნესფორუმში.
წინა წლებში ფორუმში სკოლა ეისის მოსწავლეები ლუკა ზედაშიძე და გიორგი მშვიდობაძე მონაწილეობდნენ. ამჯერად კი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ მონაწილედ სკოლა ეისის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ხეჩიკაშვილი შეირჩა.
ბიზნესფორუმი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გარემოში იმუშაონ თანატოლებთან, გაცვალონ იდეები, მიიღონ ახალი ინფორმაცია და განივითარონ კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.
გიორგის შეფასებით, ფორუმში მონაწილეობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო:
„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი იმ ახალგაზრდების გარემოცვაში, ვისთან მუშაობის პროცესშიც ყოველდღიურად ვიღებდი ახალ ინფორმაციას და ვივითარებდი იმ უნარებს, რომლებსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოვიყენებ.“
სკოლა ეისისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მსგავსი გამოცდილებები მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობები ახალ გარემოში გამოსცადონ, გაიცნონ განსხვავებული გამოცდილების მქონე ახალგაზრდები და უფრო ფართო პერსპექტივით შეხედონ საკუთარ სამომავლო ინტერესებსა და მიზნებს.



Comments