top of page

სკოლა ეისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ღონისძიებაზე, 2022

  • Jun 1, 2022
  • 1 min read

Updated: Aug 25

2022 წლის 1 ივნისს სკოლა ეისი გორის მუნიციპალიტეტის მიწვევით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქალაქო ღონისძიებაში ჩაერთო.


ღონისძიება თეატრის სკვერში გაიმართა, სადაც სხვადასხვა სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებას საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა მოწყობილი. სკოლა ეისმა დამთვალიერებლებს მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები წარუდგინა.


ეისელების საგამოფენო სივრცეს დღის განმავლობაში არაერთი სტუმარი გაეცნო. მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა და მერიის წარმომადგენლებმაც.


ღონისძიება მხოლოდ გამოფენებით არ შემოიფარგლებოდა. თეატრის სკვერში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობა მიმდინარეობდა, რაც ბავშვებისთვის ქალაქის ცენტრში საერთო სადღესასწაულო სივრცეს ქმნიდა.


სკოლა ეისს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის გორის მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელი გადაეცა.


მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ნამუშევრები სკოლის ფარგლებს გარეთაც წარადგინონ, გაუზიარონ ისინი ფართო აუდიტორიას და თავადაც ჩაერთონ ქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page