top of page

სკოლა ეისის მე-7 გამოშვება | Class of 2022

  • May 21, 2022
  • 1 min read

Updated: Aug 25

სკოლა ეისმა კურსდამთავრებულთა მე-7 თაობა გააცილა.


ეისელების მეშვიდე თაობისთვის დასრულდა სასკოლო წლები, რომლებიც ცოდნასთან ერთად უამრავ საერთო გამოცდილებას, მეგობრობას, გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მოგონებებს აერთიანებს.


მე-7 გამოშვება აკადემიური შედეგებითაც გამოირჩეოდა. კურსდამთავრებულებს შორის 3 ოქროს მედლის და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატია, რაც მათი მრავალწლიანი შრომისა და მაღალი აკადემიური მოსწრების შედეგია.


სკოლის დასრულება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულია, თუმცა ამავდროულად ის არის ახალი არჩევანის, მიზნებისა და შესაძლებლობების დასაწყისიც.


ვულოცავთ სკოლა ეისის მე-7 გამოშვების კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას და მადლობას ვუხდით იმ წლებისთვის, რომლებიც ერთად გავატარეთ.

წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page