დემეტრე ტლაშაძე მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგზე
- Oct 18, 2022
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე მედიის განვითარების ფონდის, MDF-ის მიერ პედაგოგებისთვის ორგანიზებულ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინტენსიურ ტრენინგში მონაწილეობდა.
ტრენინგი ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და The Critical Mass LLC-თან პარტნიორობით განხორციელდა და მიზნად სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კომპეტენციების გაძლიერებას ისახავდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი;
ყალბი ინფორმაციის, ვიზუალური მასალისა და ანგარიშების იდენტიფიცირება;
ღია წყაროების გამოყენებით ინფორმაციის გადამოწმება;
კიბერუსაფრთხოება;
კიბერბულინგი.
მედია და ინფორმაციული წიგნიერება თანამედროვე სასწავლო გარემოში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოსწავლეებისთვის მხოლოდ ინფორმაციის მოძიება აღარ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ წყაროების შეფასება, სანდო და მცდარი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა და ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ მოქმედება.
მასწავლებლების პროფესიული განვითარება სკოლა ეისისთვის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილია. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები პედაგოგებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე გამოწვევები უფრო ეფექტურად ასახონ საკუთარ გაკვეთილებსა და მოსწავლეებთან მუშაობაში.



Comments