top of page

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

24 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. წიგნის სიყვარული კი



სათავეს სწორედ სკოლიდან იღებს. მასწავლებლები და მშობლები ვუხსნით პატარებს წიგნის - ამ საოცრებათა სკივრის კარს. 

დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის, ვერიკო სომხიშვილის, რეჟისურით სილუეტების თეატრის არაჩვეულებრივი სპექტაკლი წარმოგვიდგინეს. სკოლის კედლები გაათბო და გაამზიანა ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების საოცრად ემოციურმა დეკლამაციამ. ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებების ფრაგმენტების საჯარო კითხვამ ერთ მთლიანობად აქცია მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ”ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”.

 
 
 

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page