სკოლის შესახებ
სკოლა „ეისი“ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი სწრაფად მზარდი საგანმანათლებლო ოპერატორია, რომელიც სტანდარტულ პროგრამებთან ერთად (დაწყებითი, საბაზო და საშუალო), ყველაზე დიდი არჩევნის ექსტრაკურიკულულ აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეებს - სხვადასხვა ენების კლუბები (გერმანული, იაპონური), კურსდამთავრებულთა მხარდამჭერი კლუბი, მოქალაქეობრივი ცნობიერების გაძლიერების პროექტები, ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი აქტივობები და ა.შ.
შპს ,,სკოლა ეისის“ აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიულ საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი ფასეულობებით:
-
ნოვატორული სულისკვეთება
-
მრავალფეროვნება
-
აკადემიური თავისუფლება
-
ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა
-
ლოკალურ და საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებასთან სიახლოვე

მისია
სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
ამ მიზნების მისაღწევად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასების თანამედროვე სისტემებს.
ხედვა
სკოლის ხედვაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, რაც აღიარებას, ეთიკურსა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სკოლის სახელს მოუპოვებს რეგიონში.

